ზოგჯერ, პირდაპირი წვდომა Tor-ქსელთან შეზღუდულია თქვენი ინტერნეტის მომწოდებლის ან მთავრობის მიერ. Tor-ბრაუზერს გააჩნია ამ შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის გარკვეული საშუალებები. მათ ეწოდება „მისაერთებელი გადამყვანები“.

მისაერთებელი გადამყვანის სახეობები

ამჟამად სამი სახის მისაერთებელი გადამყვანია ხელმისაწვდომი, მაგრამ სხვებიც მუშავდება.

obfs4 obfs4 აძლევს Tor-ით მიმოცვლილ მონაცემებს შემთხვევით სახეს და ამასთან არ აძლევს ცენზორებს საშუალებას მოიძიონ გადამცემი ხიდები, ინტერნეტსკანერით. obfs4 გადამცემი ხიდის აღმოჩენა და შეზღუდვა ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე მისი წინამორბედის, obfs3-ის გადამცემის.
meek meek-გადამყვანები გადაცემულ მონაცემებს აძლევს ისეთ სახეს, თითქოს Tor-ქსელით სარგებლობის ნაცვლად, ცნობილ საიტებს ათვალიერებთ. meek-azure წარმოაჩენს ისე, თითქოს Microsoft-ის ვებმომსახურებებს უკავშირდებით.
Snowflake Snowflake routes your connection through volunteer-operated proxies to make it look like you're placing a video call instead of using Tor.
WebTunnel WebTunnel masks your Tor connection, making it appear as if you're accessing a website via HTTPS.

მისაერთებელი გადამყვანების გამოყენება

მისაერთებელი გადამყვანით სარგებლობისთვის დაწკაპეთ „კავშირის გამართვას“ Tor-ბრაუზერის პირველი გაშვებისას. „ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „ამორჩევა Tor-ბრაუზერის ჩაშენებული ხიდებიდან“ და დაწკაპეთ „ჩაშენებული ხიდის მითითება“. მენიუდან მიუთითეთ სასურველი მისაერთებელი გადამყვანი გამოსაყენებლად.

საჭირო მისაერთებელი გადამყვანის მითითების შემდგომ გადადით ზემოთ და დაწკაპეთ „დაკავშირება“ პარამეტრების შესანახად.

ანდაც, თუ Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარ მენიუში (≡), ხოლო შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით ზოლზე. „ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „ამორჩევა Tor-ბრაუზერის ჩაშენებული ხიდებიდან“ და დაწკაპეთ „ჩაშენებული ხიდის მითითება“. აირჩიეთ სასურველი მისაერთებელი გადამყვანი მოცემული მენიუდან. თქვენი პარამეტრები ავტომატურად შეინახება ჩანართის დახურვისას.

ჩაშენებული ხიდების გამართვა

რომელი გადამყვანი უნდა გამოვიყენო?

Tor-ის ხიდების მენიუში მოცემული თითოეული გადამყვანი, სხვადასხვაგვარად მუშაობს და მათი შედეგიანობა დამოკიდებულია გვერდის ავლის თავისებურებებზე.

თუ პირველად ცდილობთ შეზღუდული ქსელისთვის გვერდის ავლას, ჯობია მოსინჯოთ სხვადასხვა სახის გადამყვანები: obfs4, snowflake ან meek-azure.

თუ ცდით ყველა მათგანს და ვერცერთი ვერ დაგაკავშირებთ ინტერნეტთან, დაგჭირდებათ გადამცემი ხიდების მოთხოვნა ან მათი მისამართების ხელით მითითება.

მომხმარებლებმა ჩინეთიდან სასურველია, გამოიყენონ დაფარული და აღუნუსხავი obfs4-ხიდები. მისწერეთ ჩვენს Telegram-ბოტს @GetBridgesBot და აკრიფეთ /bridges. ან გამოგზავნეთ წერილი ელფოსტაზე frontdesk@torproject.org და თემის დასახელებაში ჩაუწერეთ „private bridge ka“. თუ უკავშირდებით სხვა ქვეყნიდან, არ დაგავიწყდეთ თქვენი ქვეყნის ან ქვეყნის კოდის მითითება წერილის თემაში ელფოსტაზე.

წაიკითხეთ ხიდების შესახებ განყოფილება და შეიტყვეთ, თუ რას წარმოადგენს ხიდები და როგორ ხდება მათი მოპოვება.